17 მაისი 2024,   10:02
ვრცლად
საზეიმო ღვთისმსახურება ყველა მოქმედ ტაძარში და საშობაო ეპისტოლე - მთავარი გზავნილები კათოლიკოს-პატრიარქისგან

მართლმადიდებელი სამყარო დღეს შობას აღნიშნავს. საზეიმო ღვთის მსახურება ყველა მოქმედ ტაძარში და საშობაო ეპისტოლე - მთავარი გზავნილები კათოლიკოს პატრიარქისგან, რომელსაც მრევლი შობის ღამეს განსაკუთრებული ინტერესით ელის.

ერის სულიერმა წინამძღოლმა ხალხს სამართლიანობასა და ერთიანობისათვის ზრუნვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეახსენა და ეპისტოლეში ჩაწერა, რომ ამ საკითხებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველოს გეოპოლიტიკურად რთული ადგილი უკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე დგას.

პატრიარქმა ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ყურადღება გაამახვილა სინდისია, როგორც ადამიანის სულის მთავარი გამოვლინება. პატრიარქი ამბობს, რომ ზოგ შემთხვევაში, სინდისი ადამიანის უმძიმეს სულიერ ცხოვრებაზეც მეტყველებს.

განსაკუთრებული მილოცვა უკრაინის ომის მძიმე შედეგებით დაზარალებულ ბავშვებს ერგოთ. სიონის საკათედრო ტაძრის ამბიონიდან ითქვა, რომ შობის დღესასწაული ნებისმიერ განსაცდელზე აღმატებულია.

დღის ამბები