გურჯაანში, საახალწლო ღონისძიება გაიმართა გურჯაანში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამართული ახალი წლის დღეები კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა. სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე თამუნა ამონაშვილმა, თიკა ჯამბურიამ და "ქუჩის ბიჭებმა" იზრუნეს. მანამდე კი მთელი დღის განმავლობაში, ქალაქის ცენტრალურ სკვერში არაერთი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.
კახეთში, გურჯაანით დასრულდა "ახალი წლის დღეების"ფარგლებში გამართული ღონისძიებები. ქვეყნის მასშტაბით, საახალწლო დღეების აღნიშვნა 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.