17 მაისი 2024,   11:08
ვრცლად
გერმანიაში ირანელი მამაკაცი დააკავეს, რომელიც ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში ადანაშაულებენ

გერმანიაში ირანელი მამაკაცი დააკავეს, რომელიც ტერორისტული თავდასხმის მომზადებაშია ეჭვმიტანილი. 32 წლის მამაკაცმა სავარაუდოდ ციანიდისა და რიცინის დაუზუსტებელი რაოდენობის ტოქსინები შეიძინა, რათა თავდასხმა მოემზადებინა. სამხილები სამართალდამცველებმა რეიდის დროს ამოიღეს. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ეტაპზეა თავდასხმის გეგმა. დანაშაულის დამტკიციების შემთხვევაში ეჭვმიტანილს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ, თუმცა მისი ვინაობა არ საჯაროვდება

დღის ამბები