23 აგვისტო 2026,   02:26
ვრცლად
თერჯოლაში, სადაც გუშინ ცოლ-ქმრის ცხედრები ნახეს, საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე მიმდინარეობდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში, სადაც გუშინ ცოლ-ქმრის ცხედრები ნახეს, საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე მიმდინარეობდა.

რა გახდა მათი სიკვდილის მიზეზი - ამ კითხვას პასუხი სპეციალისტებმა უნდა გასცენ.

ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. სახელდება მკვლელობისა და თვითმკვლელობის იარაღიც - სანადირო თოფი.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები