17 მაისი 2024,   10:28
ვრცლად
ყველაზე კარგი შეფასებები, როგორც ჩანს, საქართველოს ექნება, რაც წლების განმავლობაში  შედარებით რეფორმებზე ორიენტირებული მთავრობების მუშაობის შედეგია - რადიო "თავისუფლება" ევროკავშირის გაფართოებაზე

მოლდოვა, უკრაინა და საქართველო - ევროკავშირის გაფართოების ტექნიკური დეტალების შესახებ ვრცელ სტატიას რადიო "თავისუფლება" აქვეყნებს.

ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ყველაზე კარგი შეფასებები, როგორც ჩანს, საქართველოს ექნება, რაც წლების განმავლობაში პროევროპული და შედარებით რეფორმებზე ორიენტირებული მთავრობების მუშაობის შედეგია. ავტორის თქმით, ევროკომისია ოქტომბერში გამოაქვეყნებს ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც განსაკუთრებით მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში ელიან.

ანგარიშში დაწვრილებით იქნება აღწერილი ამ სამი ქვეყნის პროგრესი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და მოცემული იქნება კონკრეტული რეკომენდაციები. რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, სამი ქვეყნიდან ყველაზე მეტი სამუშაო ამჟამად მოლდოვას აქვს გასაწევი - სფეროების უმეტესობა, ევროკომისიის შეფასებით, "ადრეულ ეტაპზეა", დანარჩენი კი "მომზადების გარკვეულ დონეზე".

"უკრაინაში, ევროკომისიის შეფასებით, სფეროების უმეტესობა "მომზადების გარკვეულ დონეზეა". საჯარო შესყიდვების კონტროლის გარემო რთული და სუსტია, ასევე "არ არსებობს დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტი," - წერია სტატიაში

დღის ამბები