17 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
"Free ვიცი კარტოფილი, სხვა free რა არის ვერ გავიგე, კაცი ამბობს, უნდა გამათავისუფლო იმიტომ, რომ ვერ ვეგუები ციხეს, რომელი ასეთი ადამიანი გაათავისუფლა რომელიმე ციხემ?" - მიტროპოლიტი სტეფანე

Free ვიცი კარტოფილი და სხვა free რა არის ვერ გავიგე, - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ქადაგებისას განაცხადა.

სასულიერო პირი სხვა პოლიტიკურ საკითხებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხს ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გამოეხმაურა.

"კაცი, რომელიც ამბობს, რომ უნდა გამათავისუფლო, იმიტომ, რომ მე ვერ ვეგუები ციხეს - რომელი ასეთი ადამიანი გაათავისუფლა რომელიმე ციხემ?! სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელსაც მისჯილი აქვს, ის უნდა გაათავისუფლო და ამაშია თურმე პოლარიზაციის პრობლემა. პოლარიზაცია მოდის იქიდან, რომ შენ ებრძვი შენს ქვეყანას, პირდაპირ ტანკებით შემოსვლით ემუქრები და ხელისუფლების შეცვლას მიქადაგებთ. 

ქართველები დებილები ვართ, რატომ არ ვდგებით და რატომ არ  ვყვირით Free… რაღაცა, Free ვიცი კარტოფილი, კარგია ეს, გემრიელია. სხვა Free რა არის ვერ გავიგე, თუ რამე სწორად გინდა გააკეთო, მაშინ გააკეთე ის, რაც არის სწორი,"-აცხადებს სტეფანე კალაიჯიშვილი.

დღის ამბები