19 მაისი 2024,   20:40
ვრცლად
ომის 324-ე დღე უკრაინაში - უმძიმესი ბრძოლების ეპიცენტრი კვლავ დონეცკის ოლქია

ომის 324-ე დღე უკრაინაში - უმძიმესი ბრძოლების ეპიცენტრი კვლავ დონეცკის ოლქია. რუსული ჯარები ბახმუტის ალყაში მოქცევის მცდელობას განაგრძობენ. 91-ჯერ დაიბომბა ბახმუტიდან ათ კილომეტრში მდებარე სოლედარი. ვრცელდება ინფორმაცია ადგილზე წარმატებული უკრაინული კონტრშეტევების შესახებ. რუსული ძალების მიერ გავრცელებულ ცნობებს სოლედარის აღებასთან დაკავშირებით არ ადასტურებს პენტაგონი.

1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსული ჯარების ავიაიერიშებს ზაპოროჟიეს ოლქზე. შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს ერთი დაშავებული.

რუსულმა ძალებმა ცეცხლი ქალაქ ხერსონთან ახლოს მდებარე სოფელში, საცხოვრებელი სახლის მიმართულებით გახსნეს. შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა.

ოკუპანტებმა 21-ჯერ დაბომბეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები. დაზიანდა კერძო სახლები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

დღის ამბები