17 მაისი 2024,   10:09
ვრცლად
2022 წელს საქართველოს ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ექსპორტის მოცულობამ 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა 

მეტალურგია, კვების მრეწველობა, მსუბუქი ავტომობილები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებების, რომელიც საექსპორტო რეიტინგში ლიდერობს. 2022 წელს საქართველოს ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ოფიციალური მონაცემები დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, ექსპორტის მოცულობამ 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. საგარეო სავაჭრო ბრუნვის რაოდენობა კი 19 მილიარდზე მეტია.

საგარეო ვაჭრობასა და ექსპორტის სარეკორდო მაჩვენებლებზე საუბრობენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ რომ ისტორიულ მაქსიმუმზე ასული ექსპორტი ქმნის მოლოდინს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში პოზიტიური დინამიკა მიმდინარე წელსაც შენარჩუნდება.

საგარეო ვაჭრობის მონაცემების ისტორიულ მაქსიმუმს, ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდის ტემპს უკავშირებენ ანალიტიკოსები. ექსპერტები ამბობენ რომ საქართველო როგორც მეზობელ, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებს დინამიურად ავითარებს.

საგარეო სავაჭრო ბრუნვასთან დაკავშირებით დეტალურ და დაზუსტებულ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური 20 იანვრამდე გამოაქვეყნებს.

დღის ამბები