17 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
აშშ-ში ტორნადოს 9 ადამიანი ემსხვერპლა

9 ადამიანი ემსხვერპლა ტორნადოს ამერიკის შეერთებულ შტატებში - დაღუპულებს შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

სტიქიამ განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთი შტატები: ალაბამა და ჯორჯია დააზარალა. დაზიანებულია სახლები, ინფრასტრუქტურული ობიექტები, ელექტროგადამცემი ხაზები. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

ადგილობრივი ხელისუფლება ზარალს ითვლის.

დღის ამბები