17 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
"მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველის, საქართველოს პარლამენტის უხუცესი წევრის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო"-შალვა პაპუაშვილი 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე,საქართველოს სახალხო არტისტის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას სოციალური ქსელში ეხმიანება. 

შალვა პაპუაშვილი ბუბა კიკაბიძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. 

"საქართველოს პარლამენტის სახელით მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველის, საქართველოს პარლამენტის უხუცესი წევრის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.

მისი პერსონაჟების და სიმღერების მიმართ სიყვარულს ქართველი ხალხი უკვე ათწლეულები ატარებს და ეს სიყვარული კიდევ ბევრი ათწლეული გაგვითბობს გულს.

თანავუგრძნობ მის ოჯახს და ახლობლებს,"-წერს შალვა პაპუაშვილი. 

 

 

 

 

დღის ამბები