17 მაისი 2024,   10:01
ვრცლად
ბუბა კიკაბიძე კლინიკიდან საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს

84 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი ბუბა კიკაბიძე კლინიკაში გარდაიცვალა. სახალხო არტისტი კლინიკიდან საკუთარ საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს. ქართულ კინემატოგრაფიაში ბუბა კიკაბიძის მიერ შესრულებული როლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, არტისტის სასცენო პარტნიორები და კოლეგები საუბრობენ.

როგორც მომღერალი ნანი ბრეგვაძე აცხადებს, ვახტანგ "ბუბა" კიკაბიძის ეპოქა დასრულდა.

"ბუბა ძალიან დიდი იუმორის მქონე ადამიანი იყო, არაფრისგან ისე რაღაცას იტყოდა, იმ მომენტში, რომ ეს გათვალისწინებული კი არ იყო, სიტუაციას უხდებოდა მისი იმპროვიზაცია. ბუბას ეპოქა დამთავრდა. თვითონ ბუბა ამბობდა "რა მომღერალი მე ვარ" -ბუბას ჰქონდა თავისი სტილი,"-აცხადებს ნანი ბრეგვაძე.

დღის ამბები