17 მაისი 2024,   06:44
ვრცლად
დნიპროში მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას ცდილობენ - ბოლო ამბები ფრონტის ხაზიდან

დნიპრო, გამარჯვების ქუჩა, სახლი ნომერი 9 - მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლა ამ ადგილისკენაა მიმართული. რუსული რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს 14 იანვარს ადგილობრივი დროით 21:20 წუთზე დაეცა. მას შემდეგ მაშველები ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანას ცდილობენ. გარდაცვლილია 25-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის არიან ბავშვები. დაკარგულად ითვლება ათეულობით მოქალაქე.

კორპუსის ერთი ნაწილი მთლიანად არის ჩამოშლილი. თითქმის 24 საათია, უკრაინელი მეხანძრე-მაშველები, მძიმე ტექნიკის გამოყენებით, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად. 

უკრაინის ქალაქ დნიპროზე შეტევა ერთეული შემთხვევა არ ყოფილა. 14 იანვარს რუსეთის საჰაერო და კოსმიურმა ძალებმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე 130-ზე მეტი იერიში მიიტანეს. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით Х-101 - Х-555 ტიპის რაკეტები, სტრატეგიული ბომბდამშენით Ту-95-ით გაუშვა. სულ კი გაშვებული იყო საზღვაო და საჰაერო ბაზირების 23ი რაკეტა. Су-35-დან რუსეთმა გაუშვა Х-59 ტიპის 5ი რაკეტა. ასევე ხუთი Х-22 ტიპის რაკეტა სწორედ ერთ-ერთი ასეთი რაკეტა მოხვდა დნეპრში მრავალსართულიან კორპუსს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გენშტაბი ავრცელებს.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა გამოიყენა S-300/S-400 საზენიტო რაკეტები უკრაინის დედაქალაქსა და დასახლებულ რაიონებზე სარაკეტო დარტყმებისთვის. ასევე, გაუშვა 41 საჰაერო და საზღვაო საკრუიზო რაკეტა. უკრაინელებმა 26 რუსული ჭურვი გაანეიტრალეს.

დნიპროს ტრაგედია მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების საგანი გახდა დნიპროს მერის - ბორის ფილატოვისა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩველ ალექსანდრე არესტოვიჩს შორის. საცხოვრებელ კორპუსზე რაკეტის ჩამოვარდა არესტოვიჩმა უკრაინის საჰაერო ძალებს მიაწერა და აღნიშნა, რომ სახლს უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ ჩამოგდებული რაკეტა მოხვდა.

დნიპროს მერმა ამ განცხადების გამო არესტოვიჩის წინააღმდეგ პროკურატურაში საქმის აღძვრა მოითხოვა და მას თავისთავზე შეყვარებული საქონელი უწოდა. ფილატოვი არსეტოვიჩისს დადუმებას ურჩევს. თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს რომ მათ რუსული წარმოების X22 ტიპის რაკეტის ჩამოგდების რესურსი საერთოდ არ აქვთ. დღის ბოლოს დნიპროს ტრაგედიას მოსკოვშიც გამოეხმაურნენ, რუსული მედიის მტკიცებით რაკეტა უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოდგეს და რუსეთის სამიზნე ეს კორპუსი არ ყოფილა.

დღის ამბები