17 მაისი 2024,   10:54
ვრცლად
ათენის მიტროპოლიტის ტაძარში, საბერძნეთის ყოფილი მეფის კონსტანტინე მეორეს სამგლოვიარო ცერემონიალი მიმდინარეობს

ათენის მიტროპოლიტის ტაძარში, საბერძნეთის ყოფილი მეფის კონსტანტინე მეორეს სამგლოვიარო ცერემონიალი მიმდინარეობს.

მონარქი ათენის საავადმყოფოში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო თვეების განმავლობაში, კონსტანტინე მეორეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მათ მან მეორედ გადაიტანა კორონავირუსი.

1967 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ კონსტანტინემ და მისმა ოჯახმა თავი რომს შეაფარეს. მის ნაცვლად სამხედრო რეჟიმმა ტახტზე რეგენტი დასვა. 1973 წლის რეფერენდუმის შემდგომ საბერძნეთში მონარქია გაუქმდა.

კონსტანტინე ინგლისში გადასახლდა, თუმცა 2000-იანი წლებიდან საბერძნეთს ხშირად სტუმრობდა. მონარქი პრინცი უილიამის ნათლია იყო. კონსტანტინე მეორეს ყოფილი სამეფო ოჯახის საზფხულო რეზიდენციაში წინაპრების გვერდით დაკრძალავენ.

დღის ამბები