17 მაისი 2024,   09:47
ვრცლად
"აზოვსტალის" ბატალიონის გმირობას თანამედროვე ისტორიაში ანალოგი არ აქვს"- ინდუსტრიული მაგნატი აზოველების დასახმარებლად 25 მილიონ დოლარს გამოყოფს

უკრაინელი მილიარდერი რინატ ახმეტოვი აცხადებს, რომ იწყებს პროექტს, სახელწოდებით "აზოვსტალის გული", რომლის ფარგლებშიც ინდუსტრიული მაგნატი 25 მილიონ დოლარს გამოყოფს მარიუპოლის დამცველების დასახმარებლად. ინფორმაციას ამის შესახებ "უნიანი" ავრცელებს. 

მისივე განცხადებით, გამოყოფილი თანხა "აზოველების"  მკურნალობას და რეაბილიტაციას მოხმარდება. 

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი გამარჯვება დავაჩქაროთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეწყო პროექტი "აზოვსტალის გული" - დავეხმარო მარიუპოლის დამცველებს და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს.

მათ გმირობას თანამედროვე ისტორიაში ანალოგი არ აქვს. სწორედ მათი წყალობით, მათი თავგანწირვითა და სიმამაცით, ომის პირველ თვეებში შევძელით მტრის შეკავება. დღეს ყველა ჩვენგანი ვგრძნობთ უკრაინის გამარჯვების გარდაუვალობას", - განაცხადა ახმეტოვმა.

დღის ამბები