17 მაისი 2024,   09:46
ვრცლად
ნამდვილი სახალხო არტისტი, რომელმაც საავადმყოფოს პალატაშიც კი იმღერა - ბუბა კიკაბიძეს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ

ბუბა - სწორედ ასე იცნობს ყველა ვახტანგ კიკაბიძეს, რომელიც თბილისში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყველაზე ცნობილი მიმინო და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი. მომღერალი, მსახიობი, სცენარისტი, სიმღერების ავტორი - ნამდვილი სახალხო არტისტი, რომელმაც საავადმყოფოს პალატაშიც კი იმღერა.

მისი სიმღერები ყველამ იცის და არა მხოლოდ საქართველოში - ყველა იცნობს მედროგე პავლეს, ბენჟამინ ღლონტს და ვალიკო მიზანდარს. მას საკუთარი სურვილით ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ბუბა კიკაბიძე თითქმის ყველა მის მიერ შესრულებულ როლში მღეროდა. თუმცა 60-იანი წლებიდან ბუბა მღეროდა სცენაზეც. მისი მუსიკალური შემოქმედება სულ სხვა ჟანრში და სულ სხვა ენაზე დაიწყო. მსუბუქი როკი და ჯაზი მალე ბალადებით ჩანაცვლდა, რომელსაც ანსამბლ "ორერაში " ასრულებდა. მოგზაურობა მსოფლიოს ირგვლივ სწორედ "ორერასთან" ერთად დაიწყო. იქ კი, საკუთარი ქვეყნიდან შორს, გულშემატკივართა არმია ყოველთვის ელოდა.

ხშირი იყო მისი კონცერტები რუსეთშიც, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ, არტისტმა გადაწყვიტა მოსკოვში აღარასდროს ჩასულიყო. უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ "ხალხთა მეგობრობის ორდენის" მიღებაზეც და ფულად პრემიაზეც.

შედევრები სცენაზე და კინო ეკრანებზე. ბუბა კიკაბიძე მსმენელს და მაყურებელს კიდევ დიდხანს ემახსოვრება.

დღის ამბები