ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბზვანში 120 მოსწავლეზე გათვლილ საჯარო სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა - მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია.
ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. რეაბილიტაცია ცენტრალურ ბიუჯეტს ორ მილიონ ნახევარზე მეტი დაუჯდა.
განახლებული სკოლა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.