საგარეჯოში სროლაა - შეიარაღებული პირი, რომლის ვინაობა, ამ ეტაპზე, უცნობია, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზეა გამაგრებული. წინასწარი ინფორმაციით, მოკლულია 4 ადამიანი, მათგან ერთი, სავარაუდოდ, პოლიციელია. სამი პირი დაიჭრა.
ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო მოქმედებები, არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირი დაკავებული ჯერ არ არის.
