17 მაისი 2024,   10:54
ვრცლად
ბორის ჯონსონი უკრაინაშია - გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერი ბუჩას და ბოროდიანკას ესტუმრა

ბორის ჯონსონი უკრიანაშია - გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერი ბუჩას და ბოროდიანკას ესტუმრა, სადაც არსებულ ვითარებას კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერი უკრაინის პრეზიდენტსაც შეხვდა. უცნობია კონკრეტულად რას განიხილავენ ისინი შეხვედრაზე.

ეს ჯონსონის პირველი არაოფიციალური ვიზიტია. მანამდე კი ის უკრაინაში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის სტატუსით რამდენჯერმე იმყოფებოდა.

დღის ამბები