17 მაისი 2024,   09:02
ვრცლად
ბერლინში სასურსათო უსაფრთხოება და არსებული გამოწვევები განიხილეს - მინისტერიალში საქართველოც​ მონაწილებდა

კლიმატის ცვლილებები, ომი უკრაინაში და სასურსათო უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები – ბერლინის რიგით მე-15-ე მინისტერიალის განსახილველი საკითხები იყო. გლობალურ ფორუმში 90-მდე ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმაც მიიღო მონაწილეობა. ოთარ შამუგიამ გამოწვევებთან გამკლავების გზებზე ისაუბრა. 

მინისტერიალის ფარგლებში, საერთაშორისო გამოფენა "მწვანე კვირეული 2023" იმართება. გამოფენის მთავარი მიზანი თანამედროვე სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი მრეწველობის და მებაღეობის სექტორების განვითარების ხელშეწყობაა.

სამინისტროს მხარდაჭერით, ქართულ სტენდზე საკუთარი პროდუქცია 16-მა კომპანიამ წარმოადგინა. ქართველი მეწარმეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დამთვალიერებელს ქართულ ღვინოს, ნატურალურ წვენებს, თაფლს და კიდევ არაერთი ქართულ პროდუქციას აცნობენ.

ბერლინის საერთაშორისო გამოფენა 1926 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ღონისძიებაში წელს 72 ქვეყნის 1400-ზე მეტი კომპანია იღებს მონაწილეობს, დამთვალიერებელთა რაოდენობა კი 400 000-ს აჭარბებს. გამორჩეულად აქტუალურია ქართული სტენდი.

ოთარ შამუგიამ ქართულ სტენდთან სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებს უმასპინძლა.

დღის ამბები