17 მაისი 2024,   10:10
ვრცლად
თბილისში მომხდარი ავარიის დეტალები - დაღუპულია 18 წლის გოგო

თბილისში, ლილო არენასთან ავარიის შედეგად გოგო დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა. შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

გარდაცვლილი 18 წლის მარიამ ბადალაშვილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276 მუხლით დაიწყო. მძღოლი დაკავებულია.

დღის ამბები