17 მაისი 2024,   19:10
ვრცლად
კიდევ ერთი ქართული კინოსურათი პრესტიჟულ კინოფესტივალზე- იტალიაში, ტრიესტეს დაჯილდოვებაზე გიორგი ოვაშვილის "მშვენიერი ელენეს" ევროპული პრემიერა გაიმართება

კიდევ ერთი ქართული კინოსურათი პრესტიჟულ კინო ფესტივალზე. იტალიაში, ტრიესტეს დაჯილდოვებაზე გიორგი ოვაშვილის "მშვენიერი ელენეს" ევროპული პრემიერა გაიმართება. შემოქმედებითი ჯგუფი დარწმუნებულია, რომ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს ევროპულ ბაზარზე წარმატება ექნება. ფილმი დღევანდელ ახალგაზრდებზე, მათ პრობლემებსა და გრძნობებზეა

​ისტორია ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ სამშობლოში ბრუნდება. ელენე ფილმის მთავარი გმირია, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ცდილობს საკუთარი თავი და ადგილი მშობლიურ გარემოში იპოვოს. მხატვრულ ფილმში მთავარ როლს ნათია ჩიკვილაძე ასრულებს. "მშვენიერი ელენე" მსახიობისთვის სადებიუტო როლია.

ფილმის გადაღებები საქართველოში რამდენიმე ლოკაციაზე 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. "მშვენიერი ელენე", - სცენარის ინსპირაციაც ჩვენს გარშემო რეალურ მოვლენებზე მოგვითხრობს. დრამა მისტიკის ელემენტებით, გიორგი ოვაშვილის კინოსურათი ევროპული პრემიერისთვის ემზადება.

"მშვენიერი ელენეს" ევროპული პრემიერა იტალიაში შედგება. ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი პრესტიჟული ღონისძიებაა. წელს კინოფესტივალზე, ინდუსტრიული კუთხით, ე.წ. "ფოკუს ქვეყანაა" საქართველო.

წელს ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალი უმასპინძლებს ინდუსტრიულ ღონისძიებას "როდესაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს" . ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სამუშაო შეხვედრები, ვორკშოპები და ტრენინგები, რაც კინემატოგრაფისტების პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს.

ტრიესტეს საერთაშორისო 34-ე კინოფესტივალი 28 იანვრის ჩათვლით გაიმართება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფილმებთან ერთად საერთაშორისო მაყურებელი, 25 იანვარს ქართული ფილმს "მშვენიერ ელენეს" იხილავს.

დღის ამბები