26 აპრილი 2024,   19:58
ვრცლად
"რუსული აგრესიის შეჩერება მხოლოდ ადეკვატური იარაღით შეიძლება, ტერორისტული სახელმწიფო სხვას ვერაფერს გაიგებს" - ვოლოდიმერ ზელენსკი

"რუსული აგრესიის შეჩერება მხოლოდ ადეკვატური იარაღით შეიძლება, ტერორისტული სახელმწიფო სხვას ვერაფერს გაიგებს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდა, რომელიც უკრაინისთვის ომის შედეგად მიყენებულ ზიანს, რუსული აქტივების ხარჯზე აანაზღაურებს. 

"დღეს ჩვენ გავუძელით ტერორისტების მორიგ სარაკეტო დარტყმას. შეტევა, რომელიც სრულად ადასტურებს ყველაფერს, რაზეც ჩვენ პარტნიორებთან ვსაუბრობდით. რუსული აგრესიის შეჩერება მხოლოდ ადეკვატური იარაღით შეიძლება. ტერორისტული სახელმწიფო სხვას ვერაფერს გაიგებს. თითოეული რუსული რაკეტა ჩვენს ქალაქებში, ყოველი ირანული დრონი, არის არგუმენტი იმისა თუ რატომ გვჭირდება მეტი იარაღი. ტერორისტებს მხოლოდ იარაღი ანეიტრალებს. ყველას მადლობელი ვარ მსოფლიოში, ვინც ჩვენთან ერთად ებრძვის ტერორს. ვინც აჩქარებს უკრაინისთვის საჭირო თავდაცვითი ტექნიკის მიწოდებას და მზად არის ტერორისტულ სახელმწიფოზე სანქციების ზეწოლისთვის,”- განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.

დღის ამბები