17 მაისი 2024,   10:28
ვრცლად
"შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით, ვგმობ ამ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ" - სალომე ზურაბიშვილი

იერუსალიმში თავდასხმას "ტვიტერის" გვერდზე საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა.

"შოკირებული ვარ იერუსალიმში სინაგოგასთან სროლით. ვგმობ ამ საზარელ თავდასხმას მშვიდობიანი მომლოცველების წინააღმდეგ. ძალადობის გამართლება არ შეიძლება. ვლოცულობ დაშავებულთა და დაღუპულთა ახლობლებისთვის" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის: იერუსალიმში სროლის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა.

დღის ამბები