17 მაისი 2024,   10:28
ვრცლად
7 დაღუპული და 12 დაშავებული - 2 ტერორისტული თავდასხმა ბოლო ორ დღეში იერუსალიმში

7 დაღუპული და 10 დაშავებული - იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში, სინაგოგაში მისულ მლოცველებს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ესროლა მათაც, ვინც დაჭრილების დასახმარებლად მივიდა. გარდაცვლილებს შორის არიან ელი და ნატალი, რომლებიც სროლის დროს სინაგოგასთან ახლოს სადილობდნენ და დაშავებულთა დასახმარებლად მივიდნენ. დაიღუპა თავად თავდამსხმელიც. ის უსაფრთხოების ძალებმა გაქცევის მცდელობისას მოკლეს.

მომხდარი ტერორისტულ ინციდენტად შეაფასეს ისრაელში. შემთხვევის ადგილას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მაშინვე მივიდა და ისრაელის უშიშროების საბჭოს სხდომა დაინიშნა. ადგილზე გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები.

გამოძიებამ 42 პირი დააკავა. ტერაქტს მოძრაობა "ჰამასის" სპიკერი ქალქ ჯენინში ისრაელის მიერ რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ რეიდს უკავშირებს და მომხდარს "ბუნებრივ რეაქციად" აფასებს.

თავდასხმის მოტივი რთული ასახსნელია 21 წლის თავდამსხმელის მამისთვის. ის ამბობს, რომ ალქამ ხაირი არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის და ორგანიზაციის წევრი არ ყოფილა, თუმცა ბაბუის მკვლელობისთვის შურისძიების შესაძლო ვერსიას განიხილავს.

დღეს კი იერუსალიმში კიდევ ერთი ტერორისტული აქტი მოხდა. 13 წლის მოზარდმა 2 ადამიანს ცეცხლი გაუხსნა. დაშავებულები მამა-შვილი არიან. სამედიცინო პერსონალის განმარტებით მათი მდგომარეობა მძიმეა. საავადმყოფოშია გადაყვანილი 13 წლის თავდამსხმელიც. ის შეიარაღებულმა მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

ავტორი: თიკო ცერცვაძე. 

 

 

დღის ამბები