26 აპრილი 2024,   18:49
ვრცლად
ფოთის მუნიციპალიტეტში ქარისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესი მიმდინარეობს

ფოთის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესი მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგად დაზიანებული 70 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაციისთვის 1 მილიონ 700 ათასი ლარი გამოიყო. ამ ეტაპზე, აქტიური სამუშაოები უკვე მიმდინარეობს 14 ლოკაციაზე, სადაც სრულად განახლდება საცხოვრებელი სახლების სახურავები.

მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განხორციელდება სტიქიისგან დაზიანებული სხვა საჯარო ინფრასტრუქტურის აღდგენაც, რისთვისაც მთავრობის განკარგულებით, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დამატებით 500 000 ლარია გამოყოფილი.

დღის ამბები