26 აპრილი 2024,   22:52
ვრცლად
პაკისტანში, ნავის ჩაძირვის შედეგად, 10 ბავშვი დაიღუპა

10 ადამიანი დაიღუპა პაკისტანში ნავის ჩაძირვის შედეგად. ყველა მათგანი ბავშვია. შვიდი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაღუპული მოსწავლეები შვიდიდან 12 წლამდე ასაკის იყვნენ. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, ერთ-ერთი სკოლის, დაახლოებით, 50 მოსწავლე ტანდას ტბასთან პიკნიკისთვის შეიკრიბა, რის შემდეგადაც მათმა ნაწილმა ტბის იმ ნაწილის გადაკვეთა გადაწყვიტა, რაც ხელისუფლების მიერ რეკრეაციული მოგზაურობისთვის დაკეტილი იყო.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

დღის ამბები