25 აპრილი 2024,   04:36
ვრცლად
რძალი ამტკიცებს, რომ ყოფილი ქმრის ოჯახი მასზე ფიზიკურად ძალადობდა - ბათუმში დღეს სასამართლო სხდომა გაიმართება

ხულოში რძალი ყოფილი ქმრის ოჯახს დედამთილს ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში გასული წლის ივნისში მოხდა, საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს.

დიანა ზოიძის თქმით, ყოველდღიურმა ძალადობამ სუიციდის მცდელობამდე მიიყვანა, ახალგაზრდა ქალი სახლის მეორე სართულიდან გადახტა, რა დროსაც სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო.

ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს 14:00 საათზეა ჩანიშნული.

ნახეთ, ასევე : ქალი, რომელიც ყოფილ ქმარსა და მის მშობლებს ძალადობაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ მას მუსლიმანური თავსაბურავის ტარებას აიძულებდნენ 

დღის ამბები