07 მაისი 2024,   23:36
ვრცლად
ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკა უკრაინას "ეფ-16-ის" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს არ გაუგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკა უკრაინას "ეფ-16-ის" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს არ გაუგზავნის.

რაც შეეხება საბრძოლო ტექნიკას, ვაშინგტონში ამბობენ, რომ შეერთებული შტატები 60-ზე მეტ ბრედლის საბრძოლო მანქანას უკრაინისაკენ გზავნის.

ტვირთი გასულ კვირას ჩრდილოეთ ჩარლსტონიდან სამხრეთ კაროლინაში გავიდა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ "ჩელენჯერ 2-ის" ტანკები უკრაინაში სავარაუდოდ ზაფხულამდე ჩავა. ნორვეგია თავისი "ლეოპარდ 2-ის" ტანკების ნაწილს უკრაინაში მარტის ბოლოსთვის გააგზავნის. თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნას არ გამორიცხავს საფრანგეთის პრეზიდენტი.

მაკრონმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმამდე საჭიროა გარკვეული პირობების შესრულება. მისი თქმით, თვითმფრინავებმა არ უნდა გამოიწვიონ დაძაბულობის ესკალაცია და არ უნდა მოხდეს მათი "რუსეთს მიწაზე" გამოყენება.

დღის ამბები