01 მაისი 2024,   10:34
ვრცლად
მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა 14 თებერვალს გაიმართება

მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა 14 თებერვალს გაიმართება, ინფორმაციას საპატრიარქო ადასტურებს. განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

იქამდე კი "კურიერს" ცნობა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მიაწოდა. ამ დროისთვის უცნობია რა საკითხებს განიხილავენ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები.

"ჩვენ პატრიარქთან მოვილაპარაკეთ რამდენიმე წლის წინ და ვკითხეთ, თუ შეიძლება რომ წინასწარ გვაცნობოს საკითხები, რა იქნება. გვითხრა რომ ეს არის შეუძლებელი და ამიტომ, ამის შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ სინოდის სხდომის საკითხები მხოლოდ სინოდის სხდომაზე გაჟღერდება," - ამბობს მიტროპოლიტი. 

დღის ამბები