03 მაისი 2024,   15:09
ვრცლად
106 რაკეტა და ათობით დრონი - ოკუპანტების იერიშები უკრაინელმა დამცველებმა 13 ოლქში მოიგერიეს

უკრაინელმა დამცველებმა 13 ოლქში 106 რაკეტა, ათობით დრონი და შესაბამისად, ოკუპანტების იერიშები მოიგერიეს. დაშავდა 12 მშვიდობიანი მოქალაქე. ხარკოვსა და ზაპოროჟიეში რუსი სამხედროების სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

იერიშები მიიტანეს კიევის ოლქზეც. დაიბომბა სუმის ოლქის 7 დასახლება დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. აფეთქებების ხმა ისმოდა ხერსონშიც.

იერიშების მოგერიების პარალელურად, უკრაინელი დამცველები კონტრშეტევებს ახორციელებენ. ვარაუდობენ, რომ ოკუპანტები გაზაფხულზე უფრო ინტენსიურ შეტევებს განახორციელებენ და ბრძოლა უფრო დაძაბულ ფაზაში შევა. ზამთრის პერიოდს კი რუსეთი პერსონალისა და იარაღის შესავსებად იყენებს.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ უკრაინელი სამხედროების დონბასიდან ყურადღების გადასატანად, ოკუპანტებმა შესაძლოა ახალი ფრონტი გახსნან. ახლა კი ომში მყოფი ქვეყანა ახალი სცენარისთვის ემზადება, სადაც მოიერიშე თვითმფრინავებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება.

მაკრონი მოიერიშე თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნის წინააღმდეგი არ არის. სლოვაკეთი კი მიგ-29 ტიპის გამანადგურებლების მიწოდების საკითხის განხილვაზე უკვე ალაპარაკდა.

თვითმფრინავების პარალელურად, დიდ ბრიტანეთში ჰარპუნის ტიპის ხომალდასიწააღმდეგო და შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის გადაცემაზე მსჯელობენ. მანამდე კი ომში მყოფ ქვეყანაში ლიეტუვადან გაგზავნილი საზენიტო იარაღის პირველი პარტია ჩავიდა.

დღის ამბები