08 მაისი 2024,   02:10
ვრცლად
ფაქტობრივად კუნთები აღარ აქვს და სწორედ ეს იწვევს სახსრების გაუსაძლის ტკივილს- გიული ალასანიამ დღეს ექსპრეზიდენტი მოინახულა 

კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანიამ მოინახულა. შესვლამდე ექსპრეზიდენტის დედამ მედიასთან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მედიის მიერ გავრცელებულ კადრებზე ისაუბრა.

მისი თქმით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"ეს დიაგნოზები, რომელიც იყო ჩამოთვლილი პროგრესირებადია. გუშინ პირწმინდად მთელმა მედ-პერსონალმა გაათენა და თვითონ პაციენტმაც. ჰქონდა გაუსაძლისი სახსრების ტკივილი. ფაქტობრივად კუნთები აღარ აქვს ადამიანს, კუნთები ილევა და ეს იწვევს ამ ტკივილს,"-აცხადებს გიული ალასანია. 

დღის ამბები