07 მაისი 2024,   19:20
ვრცლად
როგორ ცხოვრობს სოფელი, რომელიც 2008 წლის ომის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა - მთავრობამ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების რებილიტაციის პროგრამა დაიწყო

ზარდიაანთკარი - სოფელი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. 2008 წელს ომის დროს ეს სოფელი, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად დაზარალდა. ადგილობრივებს საკუთარი სახლების იძულებით დატოვება მოუწიათ. ზარდიაანთკარზე საქართველომ კონტროლი 2012 წელს აღადგინა. ამის შემდეგ კი უკან დაბრუნება და ახალი ცხოვრება დაიწყო.

ბევრია ისეთი, ვინც სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, ზარდიაანთკარში დაბრუნების გადაწყვეტილება ვერ მიიღო. მთავრობამ კი დაზიანებული სახლების რეაბილიტაციის პროგრამა დაიწყო. გამოიყო რამდენიმე მილიონი ლარი, რომელიც დაზიანებული სახლების აღდგენას მოხმარდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 28 დაზიანებული სახლის აღდგენის სამუშაოების შემდეგ, მოსახლეობა დაუბრუნდება ისტორიულ საცხოვრებლებს.

დღის ამბები