კულტურის მინისტრი სამეგრელოში მიურატების ოჯახს ეწვია. თეა წულუკიანმა პრინც აშილ მიურატის სასახლე მოინახულა და მამულის მდგომარეობას გაეცნო. მან მოინახულა აშილ მიურატის საფლავიც, რომელიც რესტავრაციას საჭიროებს, გაესაუბრა პრინცის შთამომავლებს და მათთან ერთად განიხილა ისტორიული სასახლისა და გარემოს განვითარების პერსპექტივა.