უკვე ორი დღეა გურიის რეგიონში თოვს. ინტენსიური ნალექის შედეგად, თოვლის საფარმა, მაღალმთიან ზონაში 70 სანტიმეტრს მიაღწია.
მუნიციპალური ტექნიკა სამივე მუნიციპალიტეტში წმენდს გზებს, შესაბამისად, გადაადგილების პრობლემა რეგიონში არ შექმნილა.
მოსახლეობას ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი შეუფერხებლად მიეწოდება.