23 აგვისტო 2026,   07:21
ვრცლად
შიდა ქართლში უხვი თოვლის გამო მოსალოდნელი პრობლემების თავიდან ასარიდებლად ოთხივე მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა

შიდა ქართლში უხვი თოვლის გათვალისწინებით და შესაძლო პრობლემების თავის არიდების მიზნით ოთხივე მუნიციპალიტეტში შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა.

ტექნიკური მარილი დაიყარა ქალაქების მთავარ ქუჩებზე, ხიდებსა და გზაჯვარედინებზე.

გარდა ამისა, ინტენსიურად მიმდინარეობს მაღალმთიან, გამყოფი ხაზის მიღმა და ზოგადად, რეგიონის სოფლებში მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდა, სადაც აქტიურად მიმდინარეობს თოვლისგან გზების გაწმენდის სამუშაოები.

რეგიონის მუნიციპალიტეტების შესაბამისი ყველა სამსახური მობილიზებულია და ამინდის გაუარესების შემთხვევაში განხორციელდება ყველა საჭირო სამუშაო, რათა მოსახლეობას არ შეექმნას გადაადგილებასთან დაკავშირებული სირთულეები.

დღის ამბები