03 მაისი 2024,   11:06
ვრცლად
ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს - პროცესს ესწრება თავად ბრალდებულიც

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას პირველად ესწრება ბრალდებული ბადრი ესებუაც.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში ბანკის თანამშრომლები ჰყავს წარმოდგენილი, სწორედ მათ დაჰკითხავენ სხდომაზე.

ცნობისთვის, ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს. ბადრი ესებუას წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე სსკ-ის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. თავად ესებუა თავს წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. 

დღის ამბები