08 მაისი 2024,   23:53
ვრცლად
ავტოგასამართი სადგურებიდან აღებულ სინჯებში, ხარისხის დადგენილ ნორმებს დიზელის საწვავი არ აკმაყოფილებს - მონიტორინგი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩაატარა

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხარისხის დადგენის მიზნით ქვეყნის მასშტაბით, ავტოგასამართი სადგურებიდან საწვავის სინჯები აიღო. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სამართალდარღვევა გამოვლინდა მხოლოდ დიზელის საწვავის სინჯებში.

საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის სინჯებში. ნიმუშებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე. 

სამართალდამრღვევები 3 მილიონ 350 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.

დღის ამბები