08 მაისი 2024,   20:12
ვრცლად
ყალბი დოკუმენტების დამზადება, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაცია - დაკავებულია 5 პირი

ყალბი დოკუმენტების დამზადების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული უაქციზო თამბაქოს ნაწარმის განადგურება, უნდა განეხორციელებინა ერთ-ერთ კონტრაქტორ კომპანიას.

კომპანიის დირექტორმა კი თანამშრომელთან ერთად, გაყალბება დოკუმენტაცია და მოახდინა თამბაქოს რეალიზაცია.

დანაშაულისთვის დაკავებულებს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.


დღის ამბები