თელავის რაიონულმა სასამართლომ ორი წლის შვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 35 წლამდე კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სხდომაზე დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა,თუმცა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა .
პროცესი, თელავის რაიონულ სასამართლოში პროკურორის შუამდგომლობისა და ბრალდებულის ადვოკატის თანხმობით დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
საქმე ეხება ორი წლის გოგონას, რომელიც 23 თებერვალს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და დამწვრობით გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალსის" კლინიკაში ბებიამ მიიყვანა. ქალი, თავდაპირველად, ამტკიცებდა, რომ მცირეწლოვანზე დედამ იძალადა, თუმცა გამოძიების ფარგლებში პოლიციამ მცირეწლოვნის მამა დააკავა, რომელიც ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.
ფაქტზე გამოძიება 126 პრიმა მუხლით დაიწყო,რაც ოჯახის არასრულწოვანი წევრის მიმართ ძალადობს გულისმხობს, თუმცა საქმის დეტალების შესწავლის შემდეგ ,დაკავებულს ბრალი 11 პრიმა 117 -ე მუხლით წარუდგინეს,რაც სხეული განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.