17 მაისი 2024,   12:22
ვრცლად
ასეთი ინფორმაცია აქვს, რომ თუ კახექსიის მდგომარეობამდე მივა, გაათავისუფლებენ, ითვლის საკვების კალორაჟს - სააკაშვილის ყოფილი მკურნალი ექიმი

"მისთვის მიუღებელია ციხეში ყოფნა. მიზნის მისაღწევად ყველაფრის გაკეთებას ცდილობს," - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

ექიმის თქმით, სააკაშვილმა იცის, რომ თუ კახექსიის მდგომარეობამდე მივა, მას გაათავისუფლებენ.

"პაციენტის მიზანია, რომ არ იყოს პატიმარი. ფსიქიატრები, ვისაც ნანახი ჰყავდა ციხეში, ისინი წერენ ზუსტად პატიმრობასთან შეუთავსებლობას. ერთი დიაგნოზი ესაა და მეორე არის ხანგრძლივი დეპრესიის ზემოქმედება. მისთვის მიუღებელია ციხეში ყოფნა. მიზნის მისაღწევად ყველაფრის გაკეთებას ცდილობს. მან იცის, რომ წონაში დაკლების გამო გახდება და კახექსიის მდგომარეობამდე მივა, მას გაათავისუფლებენ, ასეთი ინფორმაცია აქვს მას.

მე როგორც ვიცი ენდოკრინოლოგისგან, ის ითვლის ამ კალორაჟს. [გიული ალასანიას] მოაქვს ის, რასაც თვითონ პაციენტი ეუბნება. სხვა რამეც რომ მოუტანია, ის გამოუტანია გარეთ. მე ბევრჯერ ვნახე, რომ [დედის მოტანილი საკვები] უკან დააბრუნა," - განაცხადა დავარაშვილმა.

 

დღის ამბები