17 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, გიორგი ნარმანია დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - ბახმუტთან მიმდინარე ბრძოლას გიორგი ნარმანიას სიცოცხლე შეეწირა. დანაყოფი უკრაინის ყველაზე ცხელ წერიტილში იბრძოდა, როდესაც მათი პოზიციები რუსული არტილერიით დაიბომბა. ის აფხაზეთიდან იყო დევნილი და უკრაინაში ცხოვრობდა.

ჯერ უცნობია, როდის მოხდება დაღუპული ქართველი სამხედროს სამშობლოში გადმოსვენება, რადგან მისი თანამებრძოლები ფრონტის წინა ხაზიდან ცხედრის გამოყვანას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

ნარმანია 37-ე ქართველია, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში დაიღუპა.

დღის ამბები