12 მაისი 2024,   11:46
ვრცლად
საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა

საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ bbc ავრცელებს. მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ, დამწვარ ვაგონებში ადამიანების ძებნას. 

სარკინიგზო კატასტროფა საბერძნეთში 28 თებერვალს მოხდა.   

ხელისუფლება იძიებს, თუ როგორ შეეჯახა ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი სატვირთოს, რომელიც იმავე ლიანდაგზე საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა. ქვეყანაში 3 დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ათენიდან სალონიკამდე მიმავალმა, 350 კაციანმა სამგზავრო ტრანსპორტმა, კურსი სატვირთო ხაზისკენ იცვალა. რამდენიმე წუთში ძლიერი შეჯახების ხმა გაისმა. შედეგად პირველი 4 ვაგონი რელსებიდან გადავარდა, მათგან პირველი ორი სრულიად განადგურდა.

დღის ამბები