საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი, ბლოგერ უჩა აბაშიძის და მისი მეუღლის დაკავებას და შსს-ში გამართულ ბრიფინგს ეხმიანება, რომლის თანახმად, აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.
მაჭავარიანის თქმით, საინტერესოა, რომელი სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა ცოლ-ქმარი, ვინ არიან ის პირები, ვინც მათი შანტაჟით ჩაერთო საპროტესტო მოვლენებში და რატომ მოჰყვა აბაშიძის დაკავებას დიდი პროტესტი აქციების ორგანიზატორთა მხრიდან.
"1. რომელი სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდნენ და რა ძალა აიძულებდათ ასეთ მარაზმზე წასულიყო ცოლ-ქმარი?! 2. ვინ არიან ადამიანები, ვინც მათი კომპრომატების შანტაჟით ჩაერთო საპროტესტო მოვლენებში?! 3. რატომ მოხდა, რომ უჩა აბაშიძის დაკავებას მოყვა ყველაზე დიდი პროტესტი აქციების ორგანიზატორთა მხრიდან და რამდენიმე წუთში გადაკეტეს ჭავჭავაძის გამზირი. გამოდის, რომ ორგანიზატორები საქმის კურსში იყვნენ მის მიერ ამაზრზენი კომპრომატების მოგროვების შესახებ?!" - წერს ლევან მაჭავარიანი.