ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრების წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს. 29 კონგრესმენი, საქართველოს მთავრობას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს.
წერილში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი 2009 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას არ შეესაბამება.
ასევე წერია, რომ "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული კანონპროექტი არ არის ამერიკული ფარას მსგავსი და პირიქით, ის რუსულ კანონს ჰგავს.
კონგრესმენები პირობას დებენ, რომ თუ მთავრობა ინიციატივაზე უარს არ იტყვის, ისინი ეცდებიან სენატის დარწმუნებას სანქციების დაწესებაში. წერილს უკვე მოჰყვა შეფასებები თბილისში.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ სანქციებს საქართველოზე დამაზიანებელი გავლენა ექნება.
"მკაფიოა ის, რომ კანონის მიღების შემთხვევაში იქნება სანქციები, სავიზო რეჟიმის დაწესება უშუალოდ პასუხისმგებელი პირების მისამართით და ყველაზე მძიმეა საბიუჯეტო დაფინანსების გადახედვა, რასაც დამაზიანებელი გავლენა ექნება ჩვენს ყველა იმ მიმართულებაზე რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა აშშ-ს,"- აცხადებს აქუბარდია.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ქართველი ხალხის ნებას "ქართული ოცნება" ვერ გააყალბებს.
"პერსონალური სანქციები დაეკისრებათ. ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ საქართელოს მოქალაქეების გულრწფელ სურვილს, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი და ისინი ვერადსროს შეეგუებიან ეს ნება გააყალბოს "ქართულმა ოცნებამ",- აცხადებს ვაშაძე.