"ევროპის მარში" - ევროპის მოედანზე აქციის მონაწილეები უკვე შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეების სიმრავლის გამო მტკვრის ორივე სანაპირო გადაკეტილია. დღეს საპროტესტო აქციების 24-ე დღეა, შეკრების ადგილად სიმბოლურად ევროპის მოედანი შეირჩა, აქციას კი ევროპის მარში დაერქვა.
არ იცვლება მხოლოდ პროტესტის მიზანი და მოთხოვნა - აქციის მონაწილეები უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან ინიციატივაზე უარის თქმას ითხოვენ.
ევროპის მოედანზე შეკრებამდე დღევანდელი აქციის მონაწილეები ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და სიმბოლურად შერჩეულ ადგილას მსვლელობით დაიძრნენ.
ამ ეტაპზე აქციაზე სიტყვით გამოსვლები არ დაწყებულა, შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია დღევანდელი შეკრების კონკრეტული გეგმა.