ევროპის მოედანზე დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება. ადგილზე შეკრება კი მსვლელობით არის დაგეგმილი, 4-დან ერთ-ერთი ლოკაცია, საიდანაც "მშობლების მარშის" მსვლელობა დაიწყო, ექსპო ჯორჯიაა.
წერეთლის გამზირზე მოქალაქეთა ნაწილმა შეკრება 4 საათიდან დაანონსა. ამ წუთებში აქციის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედნისკენ მიემართებიან, ისინი იქ შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდებიან.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს გზა ევროპისკენაა მიმართული.
"პროტესტი გაგრძელდება მტკიცედ და მშვიდობიანად. გავაგრძელებთ ამ პროტესტს მანამ, სანამ არ იქნება გარანტირებული, რომ საქართველო არასდროს დაბრუნდება რუსეთში და მხოლოდ ევროპისკენ გააგრძელებს სვლას", - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.