17 მაისი 2024,   12:41
ვრცლად
პარლამენტთან მიმდინარე აქციისას დაკავებული ორი ჟურნალისტი გათავისუფლებულია - მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა გვიან ღამით დატოვეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციისას დაკავებული ორი ჟურნალისტი უკვე გათავისუფლებულია - გამოცემა "პუბლიკას" დირექტორმა და ""ტაბულას"" ჟურნალისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა გვიან ღამით დატოვეს.

მანამდე კი მათი გათავისუფლების მოთხოვნით მედიაორგანიზაციის აქციაც გამართეს. აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდა "TV პირველის" ოპერატორი, რომელმაც ტერიტორია სამართალდამცავების დახმარებით დატოვა.

გუშინ განვითარებულ მოვლენებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას.

დღის ამბები