17 მაისი 2024,   12:39
ვრცლად
იდგნენ საფეხმავლო ადგილებზე და ესწრებოდნენ მანიფესტაციას, გამოხატავდნენ გამოხატვის თავისუფლებით დაცულ უფლებას - ადვოკატი აქციაზე დაკავებულების შესახებ

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის სულ 36 ადამიანი დააკავეს. მათი ნაწილი ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს, მათ შორის არიან ჟურნალისტები, რომლებიც გუშინ აქციაზე დააკავეს.

რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, ისინი ჯერ პოლიციის დეპარტამენტში, მოგვიანებით კი წინასწარი დაკავების იზოლატორებში გადაიყვანეს.  

ადვოკატის თქმით, არცერთ მათგანს უკანონო ქმედება არ ჩაუდენია და საკუთარ პროტესტს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების ფარგლებში გამოხატავდნენ.

"არცერთ მათგანს მსგავსი ქმედება არ ჩაუდენია, ისინი იდგნენ საფეხმავლო ადგილებზე და ესე ესწრებოდნენ მანიფესტაციას და გამოხატავდნენ გამოხატვის თავისუფლებით დაცულ უფლებას, რაც კონსტიტუციით ყველა ადამიანს აქვს მინიჭებული. ერთ-ერთმა აქტივისტმა ისიც კი გვითხრა, რომ დავიძახე მხოლოდ მონა ლიზა და ამის გამო მოხდა იმ წამსვე ამ აქტივისტის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან მანქანაში უხეშად მოთავსება,“ - ამბობს ორგანიზაცია "უფლებები საქართველოსთვის" იურისტი, ანა თვარაძე.

 

ავტორი: ანუკა ბუავა 

დღის ამბები