17 მაისი 2024,   12:41
ვრცლად
სამხრეთ კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი საქართველოს ეწვევა

"მთავარი მრჩეველი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონო მომავალ კვირას რეგიონში ჩავა. ეს იქნება მისი პირველი ვიზიტი სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში, რასაც, ჩვენი მოლოდინით რეგულარული სახე მიეცემა," - ამის შესახებ  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. 

მისი თქმით, ლუის ბონო სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს.

"ლუის ბონო აპირებს, შეხვდეს ლიდერებს, რომ მხარი დაუჭიროს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს და ჩვენს მდგრად ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ის ჩავა ბაქოში, ერევანსა და თბილისში, ამ თანმიმდევრობით," - აღნიშნა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, სამივე ქვეყანაში ვიზიტის დროს ნედ პრაისი ხაზს გაუსვამს, რომ აშშ სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის ერთგულია.

 


 

დღის ამბები