17 მაისი 2024,   12:39
ვრცლად
დედაქალაქის მერი სპორტული ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო

დედაქალაქის მერი სპორტული ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო. კახა კალაძე, მოადგილეებთან ერთად ლადო ასათიანის ქუჩის 50 ნომერში იმყოფებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ, სპორტულ ცენტრში განთავსდება ფიტნეს დარბაზი, კრივის რინგი, საკალათბურთო მოედანი, საშხაპეები და გასახდელები.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მოსახლეობის სურვილი იყო. სპორტული ცენტრის მშენებლობა გასული წლის ივნისში დაიწყო. 

დღის ამბები